21.05.2016

18-20 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ათმა სტუდენტმა ევროპის დღეების ფარგლებში მონაწილეობა მიიღო სემინარში ,,საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პრიორიტეტები’’.პროექტში საქართველოს 6 რეგიონის უნივერსიტეტი ჩაერთო: სამცხე-ჯავახეთის, გორის, ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის, თელავისა და ზუგდიდის შოთა მესხის სახელობის უნივერსიტეტი.
სტუდენტების ინფორმირება საქართველოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე სემინარის მთავარი მიზანი იყო. გათვალისწინებულია მათი ჩართვა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესში. სემინარები სამი დღის განმავლობაში სხვადასვა თემაზე მიმდინარეობდა. პირველი დღე  ნატოს საინფორმაციო ცენტრთან შეხვედრას დაეთმო, რომელიც არაფორმალურ გარემოში შედგა. შემდეგი ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა ინფორმაცია შემდეგ თემებზე მიიღეს:
-ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის NATO-ს ისტორია;
-NATO-საქართველოსურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები, NATO
-ში გაწევრიანების ახალი შესაძლებლობები;
-ნატოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობა; წვრთნისა და შეფასების ცენტრი;
-საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში;
-ევროკავშირის ისტორია;
-საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანმხების განხორციელება;
-სავიჟო რეჟიმის ლიბერალიზაცია.
 სემინარის მონაწილე სტუდენტები ასევე ეწვივნენ  ნორიოს საწვრთნელ ბაზას. ახალგაზრდები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჯგუფის ხემლმძღვანელს ვიცე-პოლკოვნიკს კრისტიან ემაუსსა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძეს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა ,,ჯარისკაცის ულუფაც’’ დააგემოვნეს.
20 მაისს შეხვედრა შედგა პრეზიდენტთან, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საუკეთესოდ წარადგინეს თავი და მოწონება დაიმსახურეს.
 თანამშრომლობა ნატოს საინფორმაციო ცენტრსა და სუდენტებს შორის ამით არ დასრულებულა, მთელი წლის განმავლობაში ისინი მონაწილებობას სხვადასხვა კონკურსებსა და აქტივობებში მიიღებენ.
პროექტი ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით ხორციელდება, რომელიც წარმოადგენს ევროინტეგრაციის სამინისტროს სიპს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.