22.05.2016

21 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი.

მინისტრი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მერაბ ბერიძეს შეხვდა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე - ნატო-საქართველოს ურთიერთობები. ლექციის დასრულების შემდეგ მინისტრმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

უნივერსიტეტში შეხვედრა ახალციხის „გენდერის მედიაცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.