23.05.2016

23 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ. სტუდენტებს მიესალმნენ და წარმატებული მუშაობა უსურვეს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მალხაზ ლომსაძემ და სამეცნიერო დარგში რექტორის მოადგილემ მაკა კაჭკაჭიშვილმა. იურიდიული ფაკულტეტი უკვე მეორე წელია წარმატებით ატარებს დარგობრივ კონფერენციას. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა თორმეტი მომხსენებელი.