24.05.2016

2016 წლის 24 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ ყაზახეთში მცხოვრები საქართველოდან დეპორტირებული მესხების შთამომავლები. სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, ნახეს უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროცესი. დაათვალიერეს პროფესორ ვალერი სილოგავას, ქართული,  თურქული, ბერძნული და არქეოლოგიის კაბინეტები; მოისმინეს მოკლე ისტორია მათ შესახებ.

ბოლოს სტუმრები მიიღო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მერაბ ბერიძემ. შეხვედრა გაცნობით ხასიათ ატარებდა.