24.05.2016
24 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიას მიმართა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა გივი ბუცხრიკიძემ.
კონფერენციამ იმუშავა ორ სექციად: 1. ეკონომიკა და მენეჯმენტი და 2. აღრიცხვა და ფინანსები.
სულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ცამეტმა მომხსენებელმა.