24.05.2016

24 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და ლექცია წაიკითხა საქარიას უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტის, თურქული ენისა და ლიტერატურის მიმართულების მასწავლებელმა, ასისტენტ-პროფესორმა მუჰარემ იოჩალანმა. ლექციის თემა იყო - „დიალექტების კვლევის მნიშვნელობა კულტურასა და ენათმეცნიერებაში და თურქეთის თურქულის დიალექტების კვლევები.“ 
შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქული ფილოლოგიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ლექციის შემდეგ პროფესორი მუჰარემ იოჩალანი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მერაბ ბერიძეს შეხვდა, სადაც განიხილეს საქარიას უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ღონისძიება ჩატარდა, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.