25.05.2016

2016 წლის 25 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა კომპანია ,,Elsevier-ის“ ტრენინგი.პრეზენტაცია წარმოადგინა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, კომპანიის ტრენერმა ქალბატონმა თამარ გოგუამ. შეხვედრა შეეხებოდა ,,Elsevier-ის“ მიერ შემოთავაზებული პროდუქტების, კერძოდ, Scopus-ის, ScienceDirect-ის და  Mendeley-ის  მოხმარებას და შესაძლებლობებს. ტრენინგი განკუთვნილი იყო მეცნიერების, მკვლევარების, მასწავლებლების, დოქტორანტებისა და ზოგადად, სამეცნიერო მოღვაწეობით დაინტერესებულ პირთათვის.