25.05.2016

25 მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელმაც იმუშავა ორ სექციად: 1. განათლების და 2. ფილოლოგიისა და ისტორიის სექცია. სულ კონფერენციაზე წარდგენილი იყო 26 მოხსენება, მონაწილეობა მიიღო 25-მა მომხსენებელმა.

აღსანიშნავია, რომ ამა წლის ყველა საფაკულტეტო კონფერენციაზე სექციის ხელმძღვანელები იყვნენ სტუდენტები, ასევე, მათვე შეარჩიეს სტუდენტთა XIV სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისათვის სამი მომხსენებელი.