27.05.2016

   2016 წლის 27 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში  გაიმართა გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების მიერ ორგანიზებული პროექტის ,,გერმანული ენის თვე“ დასკვნითი ღონისძიება.   უნივერსიტეტს ესტუმრნენ გერმანულენოვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები (გერმანიის საელჩო, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, გერმანული სკოლა, DAAD, ავსტრიის ბიბლიოთეკა). თავდაპირველად შეხვედრა შედგა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მერაბ ბერიძესთან, შემდეგ კი სამეცნიერო ბიბლკიოთეკაში გაგრძელდა. სტუმრებს მიესალმა პროფესორი ქალბატონი ლალი ბერიძე. შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი თემები: გერმანიის საგარეო პოლიტიკა ევროპაში (გერმანიის საელჩო თბილისში),  სწავლა გერმანიაში(DAAD),  სწავლა ავსტრიაში(ÖAD),  გერმანულის შესწავლა გოეთეს ინსტიტუტში (Goethe-Institut). სტუმრები დამსწრე საზოგადოებასსაკუთარსაქმიანობაზეესაუბრნენ და  კიდევ ერთხელ გაუწიეს პოპულარიზაცია გერმანულ ენას. გერმანულენოვანი ორგანიზაციების მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ  საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია.