27.05.2016

26 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია პროფესორი ვალერიან კიკილაშვილი. შეხვედრა გაიმართა სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. სტუმარმა უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს გააცნო ახალი სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი „კავკასია - ბუნება და ხალხი“, რომელიც გავრცელდება ბეჭდური და ელექტრონული სახით. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ აღნიშნა, ახალი ჟურნალი საინტერესოა თემატიკით, უნივერსიტეტში არსებული გამოცემების გვერდით ის მისცემს საშუალებას პროფესურას, სტუდენტებს დაბეჭდონ ნაშრომები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის. გამოითქვა შემდგომი თანამშრომლობის სურვილი. როგორც ვალერიან კიკალიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ახალი ჟურნალის პრეზენტაცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სექტემბერში გაიმართება.