29.05.2016

2016 წლის 28 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია ჩატარდა თემაზე - „ტექნოლოგიების გამოყენებით მასწავლებელთა ეფექტურობის გაზრდა.“ კონფერენცია განხორციელდა აშშ-ის საელჩოს ALUMNI გრანტის ფარგლებში, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის გულიკო ჯანოვას და Fulbright-ის პროგრამის მონაწილის ჯესიკა ჰარდინის ორგანიზებით.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის მოწვეული მასწავლებლები და სტუდენტები.

კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ ETAG-ის წარმომადგენლები - ქალბატონი მანანა რუსიეშვილი ETAG-ის პრეზიდენტი, ქალბატონი რუსუდან ტყემალაძე, ETAG-ის დირექტორი, ქ-ნი ცისანა ცისკარაძე და ქ-ნი ლალი მდინარაძე. ასევე, მოწვეული იყო ქალბატონი ნონა პოპიაშვილი, ინგლისური ენის სწავლების კონსულტანტი მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან.

კონფერენცია გახსნა ასოცირებულმა პროფესორმა გულიკო ჯანოვამ. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სამცხე-ჯავახეთის სახელწმიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში, ასოცირებული პროფესორი მაკა კაჭკაჭიშვილი-ბერიძე.

კონფერენცია შედგებოდა სამი სესიისგან და ერთი პლენარული სხდომისგან. სესიებს ქართველ მასწავლებლებთან ერთად, უძღვებოდნენ მშვიდობის კორპუსის და Fulbright-ის პროგრამის მონაწილეები.

კონფერენციის ბოლოს მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით და წიგნებით.