01.06.2016

2016 წლის 1 ივნისს სამცხე-ჯავახეის სახელმწიფო უნივერსიტეტს  საერთაშორისო სავალუტო ბირჟის _ Forex-ის წარმომადგენლები ეწვივნენ.   Forex-ის ტრენერმა _ჩაჩი დასენმა, სამეცნიერო ბიბლიოთეკაში  პრეზენტაცია გამართა სავალუტო ბირჟის შესახებ, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო სავაჭრო ბაზარზე;  განიხილა  საქართველოში არსებული ეკონომიკური პროცესები, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საბანკო სექტორს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს. ტრენერმა განმარტა Forex-ის  სავალუტო ბირჟის უპირატესობები, რაც მომხმარებელს აძლევს საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობის საშუალებას და დამატებითი შემოსავლის შეძენის შესაძლებლობას.