01.06.2016

2016 წლის 1-ელ ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის, იმიტირებულ სასამართლო დარბაზში ჩატარდა მორიგი სასამართლო სხდომა სისხლის სამართალში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით. მონაწილეობდნენ:
მოსამართლე - თამუნა მურჯიკნელი;
პროკურორი - ზინა მურჯიკნელი;
ბრალდებული - ნუგზარ ქებაძე;
ბრალდებულის ადვოკატი - გიორგი ცუხიშვილი;
ექსპერტი - არჩილ რაზმაძე;
მოწმეები - ნინო გორგოძე, თამარ მახათაძე, დავით კაველიძე, მარიამ ახობაძე, საბა ჩინჩალაძე;
მდივანი - ფიქრია ჯავახაძე;
ბადრაგი - უჩა ლელაძე;
მანდატური - ბესიკ ბერიძე.

პროცესს უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ესწრებოდნენ ახალციხის №5 საჯარო სკოლის და კერძო სკოლა „მზექა“-ს მოსწავლეები. სკოლის მოსწავლეთა მოწვევა მოხდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივით.

მოსამართლის მიერ ბრალდებული ნუგზარ ქებაძე გამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 108 მუხლში. ნუგზარ ქებაძის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სხდომის დამთავრების შემდეგ გაიმართა დებატები. მონაწილეობა მიიღეს პედაგოგებმა, სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა.