03.06.2016

3 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა გულიკო ჯანოვამ, პროგრამის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან ერთად გაცილების საღამო მოუწყო Fulbright-ის პროგრამის მონაწილეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ჯესიკა ჰარდინს.

შეხვედრას ესწრებოდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, პრორექტორი სამეცნიერო დარგში, ასოცირებული პროფესორი მაკა კაჭკაჭიშვილი-ბერიძე და ფაკულტეტის წარმომადგენლები. რექტორმა დიდი მადლობა გადაუხადა ჯესიკას და წარმატებები უსურვა მომავალში.

ჯესიკა ჰარდინმა პრეზენტაცია გამართა განვლილი წლისა და განხორციელებული საქმიანობების შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს მას და გაიხსენეს ურთიერთობის დაუვიწყარი მომენტები.

შეხვედრაზევე მოხდა ამერიკულ-ინგლისური ვებინარის მე-2 სერიის მონაწილეთა დაჯილდოება სერთიფიკატებით.

შეგახსენებთ, რომ Fulbright-ის პროგრამა შეერთებული შტატების ერთ-ერთი მასშტაბური პროგრამაა, რომელიც 155 ქვეყანაში ხორციელება. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამაზე უკვე მეორე წელია მოღვაწეობენ პროგრამის მონაწილეები.