07.06.2016

2016 წლის 7 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, იმიტირებულ სასამართლო სხდომათა დარბაზში გაიმართა სასწავლო წლის ბოლო სასამართლო სხდომა ადმინისტრაციულ საქმეზე:

თემა: ოჯახური ძალადობა, შემაკავებელი ორდერის დამტკიცების თაობაზე.

მონაწილეობდნენ:
მოსამართლე - ნუგზარ ქებაძე;

სხდომის მდივანი - ჰასმიკ კირაკოსიანი;

პოლიციის წარმომადგენელი - შუამდგომლობის შემომტანი - გოგიტა ინასარიძე;

მოძალადე - დავით კაველიძე;

 მისი ადვოკატი, წარმომადგენელი - მარიამ ახობაძე:

მსხვერპლი - სოფო ალელიშვილი;

მისი ადვოკატი, წარმომადგენელი - ნინო გორგოძე;

მანდატური - კახა ბერიძე.

სხდომაზე წარმოდგენილი იყვნენ მოწმეები: გიორგი კუჭუხიძე, ნანა მაზმიშვილი, ნათია ღვინიაშვილი, ნიკა წიქარიშვილი.

სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პედაგოგები, სტუდენტები, ქ. ახალციხის დამოუკიდებელი სკოლა „მზექა“-ს მოსწავლეები: თეიმურაზ პაპიძე, საბა ხუციშვილი, ნათია მარქაროვი, ქრისტინე ზაზაზე, ია იაძე, ქეთი აფრიამაშვილი.

 მოსამრთლის მიერ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და დამტკიცებულ იქნა მემაკავებელი ორდერი.

 სხდომის დამთავრების შემდეგ გაიმართა დებატები, სადაც მონაწილეობა მიიღეს პედაგოგებმა, სტუდენტებმა  და სკოლის მოსწავლეებმა.