08.06.2016

2016 წლის 8 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2015-16 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა გაცილება, რომელიც ფაკულტეტის დეკანატის ორგანიზებით იქნა მომზადებული. შეხვედრა გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გულიკო ბექაურმა. სტუდენტებს მიესალმა  რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, ასევე, სიტყვით გამოვიდნენ ქართული ფილოლოგიის, ისტორიის, ინგლისური ფილოლოგიის, განათლების სპეციალობის პროგრამათა ხელმძღვანელები, პროფესორები: ნიკოლოზ ახალკაცი, გულიკო ჯანოვა, ირმა ქურდაძე. სტუდენტური თვითმმართველობის სახელით  სტუდენტებს მიესალმა პრეზიდენტი ლევან აფციაური, III კურსის სტუდენტი ხატია ნატრიაშვილი, პროფესორი მაია ქუქჩიშვილი. თავის მხრივ სტუდენტებმა გვანცა ჩინჩალაძემ, ელზა რაისიანმა, მარიამ ბირჩაძემ გაიხსენეს სტუდენტური ცხოვრების ოთხი წელი, ის პედაგოგები, რომლებმაც დიდი კვალი დატოვეს მათი პროფესიონალად ჩამოყლიბების საქმეში და  მადლობა გადაუხადეს მათ გაწეული ღვაწლისათვის. ითქვა ბევრი თბილი სიტყვა, ამიტომაც,  შეხვედრა იყო მეტად ემოციური, როგორც სტუდენტებისათვის, ისე პედაგოგებისათვის.