15.06.2016

2016 წლის 15 ივნისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო  ტრენინგი, რომელიც ხორციელდება სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის _ „სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS) ფარგლებში. ტრენინგი ხორციელდება საქართველოს ექვს უნივერსიტეტში: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო, აკაკი წერეთლის სახელმწიფო, შოთა მესხიას  ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო, სოხუმის სახელმწიფო, გორის სახელმწიფო სასწავლო და იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. პროექტის მიზანია, ერთის მხრივ _ სამოქმედო კვლევის უნარების გაძლიერება, მეორეს მხრივ, ამ უნივერსიტეტების სტუდენტების ჩართულობა მათი ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება Vorld Vizion-ის თანამონაწილეობით.  ტრენინგს ატარებენ გიორგი გახელაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და სიმონ ჯანაშია _ გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილიში-  საზოგადოებრივი პროექტის კოორდინატორი. ტრენინგი განკუთვნილია განათლების მიმართულების პროფესორებისა და უნივერსიტეტის ადმინიტრაციისათვის.

ტრენინგი ხუთდღიანია და სამ ეტაპად იყოფა, პირველი ეტაპი გაგრძელდება 16 ივნისს, ხოლო მეორე და მესამე ეტაპები ჩატარდება 2016-17 სასწავლო წლის განმავლობაში.