12.08.2016

12 აგვისტოს ექსპედიციამ მუშაობა დაასრულა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თმოგვში. ექსპედიციის განმავლობაში ჩაწერილი მასალა საინტერესო აღმოჩნდა, როგორც დილექტოლოგიური, ისე ონომასტიკური თვალსაზრისით. ექსპედიციის ხუთივე დღე მთავრდებოდა მოპოვებული მასალის საველე ანალიზით. დაკვირვებისას  გამოიკვეთა  არაერთი მსგავსება-განსხვავება, რომელიც ახასიათებს ბორჯომის ხეობის სოფლების მეტყველებისა და  ჯავახურ დიალექტს. მაგისტრანტები შემდეგი სასწავლო სემესტრიდან შეუდგებიან ტექსტებს სხვადასხვა თვალსაზრისით შესწავლა-დამუშავებას.