30.08.2016

 პროექტი SYNCS - სტუდენტების შერჩევა.              

 სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ზუგდიდის, ქუთაისის, გორის, ახალციხის, სოხუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს იწვევს პროექტში ,,ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური დამდგრადი განვითარებისთვის (SYNCS)” მონაწილეობის მისაღებად. პროექტის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა  ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.

პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და World  Vision-ის თანამშრომლობით. პროექტი თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.

სამოქმედო კვლევა სკოლაში

კვლევითი საქმიანობა სკოლაში სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში. მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროცესში სამოქმედო კვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სამოქმედო კვლევა არის ინსტრუმენტი, რისი საშუალებითაც შესაძლებელია სკოლების განვითარება, პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფა, სკოლებისა და სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობის განვითარება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკოლებისა და უნივერსიტეტების დაკავშირება კვლევითი პროექტების დახმარებით. შერჩეული სკოლები, კერძოდ კი უფროსკლასელები ითანამშრომლებენ რეგიონულ უნივერსიტეტებთან, სტუდენტებთან და ერთობლივად განახორციელებენ სამოქმედო კვლევას. სამოქმედო კვლევა უნდა შეეხებოდეს სკოლაში სამოქალაქო განათლების პრაქტიკული ასპექტების გაძლიერებას.

სამოქმედო კვლევაში ჩაერთვება 24 წარმატებული სტუდენტი 6  უნივერსიტეტიდან (ზუგდიდი, ქუთაისის, გორის, ახალციხის, სოხუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტები). უნივერსიტეტის სტუდენტები ითანამშრომლებენ შერჩეულ სკოლებთან და ერთობლივად განახორციელებენ სამოქმედო კვლევას.

პროექტი SYNCS მისცემს სტუდენტებს შესაძლებლობას:

  • შეისწავლონ სამოქმედო (პრაქტიკული) კვლევის მეთოდები
  • მაღალკვალიფიციური ექსპერტების დახმარებითა და თანახელმძღვანელობით ჩაატარონ სამოქმედო კვლევები
  • სკოლებთან ერთად განახორციელონ პროექტები, რომლებიც კონკრეტული პრობლემების გადაჭრას დაეხმარება
  • დაამყარონ კავშირები თავიანთ კოლეგებთან სხვა უნივერსიტეტებში

სტუდენტებს უნივერსიტეტი და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ერთობლივად შეარჩევს. შერჩევის კანდიდატი უნდა იყოს მოტივირებული, რომ:

) შეისწავლოს კვლევის ახალი მეთოდები;

) ითანამშრომლოს სკოლებთან, მათ ადმინისტრაციასთან და მოსწავლეების ჯგუფთან; ჩავიდეს სკოლებში, გამართოს შეხვედრები, დაგეგმოს კვლევის ნაბიჯები, შეაგროვოს მონაცემები და სხვ.

) იმუშავოს თანატოლებთან ერთად წყვილში და მცირე ჯგუფში;

) კომუნიკაცია ჰქონდეს კვლევის ხელმძღვანელთან ელექტრონული ფოსტის, ან ზოგ შემთხვევაში სატელეკონფერენციო (Skype, ან რაიმე სხვ.) საშუალებებით.

) პერიოდულად დაწეროს კვლევის ანგარიშები. სურვილისა და უნივერსიტეტთან შეთანხმების შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია კვლევა და მისი ანგარიშები, თავის საბაკალავრო ან სამაგისტრო ნაშრომისთვის, საკონფერენციო მოხსენებისთვის ან პუბლიკაციისთვის გამოიყენოს.

თითოეული უნივერსიტეტიდან შეირჩევა 4 სტუდენტი, რომელიც 2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში. ეს ოთხი სტუდენტი ჩაატარებს კვლევას 6 სკოლაში. თითეოულმა სტუდენტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა არანაკლებ 3 სკოლის ფარგლებში ჩატარებულ კვლევაში. შესაძლებელი იქნება, რომ სტუდენტები ორ წყვილად დაიყონ. ასეთ შემთხვევაში თითო წყვილი 3 სკოლაში იმუშავებს.

2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში, შერჩეული სტუდენტები ჩაერთვებიან შემდეგ აქტივობებში:

  • სკოლების შერჩევაში მონაწილეობა
    რადგან სტუდენტებმა სკოლებთან ერთად უნდა ჩაატარონ კვლევა, მნიშვნელოვანია, რომ ისინი შერჩევის ეტაპიდანვე იყონ ჩართულები ამ პროცესში. მათ შეეძლებათ, რომ სკოლები ისე შეარჩიონ, რომ მათი სურვილებიც იყოს დაკმაყოფილებული.
  • ტრენინგები
    2016 წლის ოქტომბერში, და კიდევ ორჯერ (ზამთარსა და გაზაფხულზე) მონაწილეობა მიიღონ საერთო ტრენინგებში. ტრენინგები ჩატარდება ყველა უნივერსიტეტის სტუდენტისთვის ერთად, იმისთვის რომ სტუდენტებმა ერთმანეთი გაიცნონ. ტრენინგზე მგზავრობისა და დაბინავების ხარჯებს (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) პროექტი უზრუნველყოფს.


    სტუდენტებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ პროექტის უცხოელი კონსულტანტის გამართულ შეხვედრებს.
  • კვლევა
    სტუდენტი ჩაატარებს მინიმუმ 6 შეხვედრას თითოეული სკოლის კვლევით ჯგუფთან (სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ერთობლიობა) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. ასევე მიიღებს მონაწილეობას კვლევის ინსტრუმენტების (კითხვარები, ინტერვიუების პროტოკოლების, დაკვირვების რვეულების თუ სხვ.) შერჩევასა და გამოყენებაში. სტუდენტები წყვილებში, შეძლებისდაგვარად სკოლის მოსწავლეების ჩართულობით დაწერენ კვლევის საბოლოო ანგარიშებს.
  • საგრანტო კონკურსი
    სტუდენტები დაეხმარებიან სკოლებს მცირე გრანტების მისაღებად განაცხადის მომზადებაში. გრანტები დაეხმარება სკოლებს სამოქმედო კვლევის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების გადაჭრაში.
  • კონფერენცია
    პროექტის ბოლოს, 2017 წლის გაზაფხულის მიწურულს ან ზაფხულში, ჩატარდება დასკვნითი კონფერენცია, სადაც სტუდენტები მოსწავლეების ჯგუფებთან ერთად წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.

SYNCS პროექტში მონაწილების მისაღებად საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

  1. კანდიდატი უნდა იყოს უნივერსიტეტის (ზუგდიდის, ქუთაისის, ახალციხის, გორის, სოხუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის) სტუდენტი 2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში. სასურველია კანდიდატი იყოს მაგისტრატურის სტუდენტი. თუმცა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტების შერჩევაც შესაძლებელია.
  2. კანდიდატს უნდა ჰქონდეს პროექტში მონაწილეობის, შესაბამისად სკოლების ცხოვრების გაუმჯობესების მაღალი და გამოხატული მოტივაცია.
  3. კანდიდატს უნდა შეეძლოს და უნდოდეს პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში ჩართვა.
  4. კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური უნარები და იყოს მოტივირებული მათ განვითარებაზე.


მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა არაუგვიანეს 12 სექტემბრისა შემდეგ ბმულზე:https://goo.gl/forms/NOqCT0g3E49nyos23

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ SYNCS პროექტის კოორდინატორებს თქვენს უნივერსიტეტებში:

ზუგდიდი: თამარ ლუკავა,

JLIB_HTML_CLOAKING

ქუთაისი: ვლადიმერ ადეიშვილი,

JLIB_HTML_CLOAKING

გორი: დავით ჩოჩიშვილი, JLIB_HTML_CLOAKING

ახალციხე: გულიკო ბექაური,

JLIB_HTML_CLOAKING

სოხუმი: თამარ შინჯიაშვილი,

JLIB_HTML_CLOAKING

თელავი: დავით მახაშვილი,

JLIB_HTML_CLOAKING