31.08.2016

ვიწყებთ ახალი სასწავლო წლისთვის სტიპენდიების გაცემას!                             

გორის, ქუთაისის და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის შევარჩევთ სწავლაზე  ორიენტირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც დავუფინანსებთ სწავლას.

ჩვენი ფონდის პრიორიტეტია რეგიონებში მცხოვრები სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები, ჩაირიცხნენ ქუთაისის, ახალციხის და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, მაგრამ ვერ მოახერხეს სახელმწიფო გრანტის მიღება და საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებენ სწავლის  დაფინანსებას. ჩვენთან განაცხადის შემოსატანად უნდა გამოაგზავნოთ:

1. პირადობის მოწმობის ასლი;

2. სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობის ასლი;

3. სკოლის ატესტატის ასლი;

4. სკოლის ნიშნების ფურცელი მე-9 კლასიდან, სკოლის დირექტორის ხელმოწერით (პირველკურსელებისთვის);

5. მაღალი კურსის სტუდენტებმა, სემესტრული ნიშნების ფურცელი რექტორის ხელმოწერით;

6. ეროვნული მისაღები გამოცდების ნიშნების ამონაწერი;

7. დამრიგებლის ან სკოლის დირექტორის დახასიათება (პირველკურსელებისთვის);

8. დეკანის დახასიათება (მეორე კურსიდან ზევით სტუდენტებისთვის);

9. სამოტივაციო წერილი (აქ უნდ ადაასაბუთოთ თქვენი კონკრეტული პრობლემა, რატომ  ვერ მიიღეთ დაფინანასება და რატომ გჭირდებათ ფონდის ფინანსური მხარდაჭერა  სწავლის საფასურის გადასახდელად. ასევე ნათლად დაგვანახოთ თქვენი სამომავლო გეგმები სწავლის დასრულების შემდეგ და როგორ  დაგეხმარებათ უმაღლესი განათლება სოციალური პირობების გამოსწორებაში);

10. ყველა ის დამატებითი დოკუმენტი, რომელიც თვლით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს და გაამყარებს თქვენს არგუმენტებს, რატომ უნდა მიიღოთ თქვენ ეს სტიპენდია.

რეგიონული განვითარების საზოგადოება - სასტიპენდიო ფონდი აცხადებს საბუთების მიღებასგანცხადების შემოტანის ბოლო დღეა 20 ოქტომბერი.

პირველ ეტაპზე ფონდში შემოსულ დოკუმენტაციას განიხილავენ ფონდის დამფუძნებლები და აარჩევენ  შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.  კანდიდატთან ადგილზე ჩასვლა  და სიტუაციის შესწავლა. ასევე გავესაუბრებით უნივერსტეტის რექტორატს. ამ ეტაპების შემდეგ გადაწყდება, რომელი აპლიკანტები გახდებიან ჩვენი სტიპენდიანტები.

სტუდენტი, რომელიც მიიღებს დაფინანსებას ფოდნის წინაშე ექნება ვალდებულება, ყოველი სემესტრის ბოლოს წარმოადგინოს სწავლის შედეგები (ნიშნები), რომ გაუგრძელდეს დაფინანსება.

2015-2016 სასწავლო წელს ჩვენმა ფონდმა მოახერხა და დონორების დახმარებით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 6 სტუდენტს დაეხმარა სწავლის გაგრძელებაში.

წელს  კერძო პირებთან ერთად ჩვენი ფონდის დონორები არიან: ლიბერთი ბანკი, გალფი, PWC Georgia, ისთფოინთი.

ველით გამოხმაურებას და გისურვებთ წარმატებას.

საკონტაქტო ინფორმაცია:

იმეილი: JLIB_HTML_CLOAKING

Facebook: Regional Development Society - Scholarship Fund

ტელ: 599070300;