07.09.2016

7 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მოხსენება თემაზე - "რომის პაპის მოგზაურობების მნიშვნელობა, კერძოდ კი მისი შეხვედრა კუბაში მოსკოვის პატრიარქთან."

მოხსენება წაიკითხა მ. ანტონიო სპადარომ, იეზუიტელმა მღვდელმა, იტალიელმა მწერალმა და თეოლოგმა, ასევე, ჟურნალ - La Civilta Cattolica -ს ამჟამინდელმა დირექტორმა.

შეხვედრა ჩატარდა პაპ ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართება 2016 წლის 30 სექტემბერს თბილისში.