12.09.2016

2016-2017 სასწავლო წელი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 12 სექტემბერს დაიწყო.

უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეგროვილ სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ. სიტყვით გამოვიდნენ პრორექტორები: მაკა კაჭკაჭიშვილი-ბერიძე და ნიკოლოზ ახალკაცი, ოთხივე ფაკულტეტის დეკანი, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლევან აფციაური.

საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის პირველკურსელმა ნინო გაჩეჩილაძემ და გრიგოლ ხანძთელის სახელობის სტიპენდიანტმა, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა შორენა აკოფოვმა.


ტრადიციულად, წელსაც, დეკანებმა სიგელებით დააჯილდოვეს წარჩინებული სტუდენტები.
ღონისძიებას უძღვებოდა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი თიკო მელიქიძე.

ღონისძიება გაგრძელდა უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსში.