13.09.2016

12 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსში 2016-2017 სასწავლო წლის გახსნასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ახალი სასწავლო წელი მიულოცა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდნენ პრორექტორები: მაკა კაჭკაჭიშვილი-ბერიძე და ნიკოლოზ ახალკაცი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი ცისკარა ზარანდია, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი გულიკო ბექაური, რექტორის მოადგილე ახალქალაქის კორპუსში ვასილ მოსიაშვილი და ისტორიის დოქტორი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი როინ ყავრელიშვილი. ადმინისტრაციულ საკითხებზე ისაუბრა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბიძინა მაისურაძემ.