13.09.2016

ნატოს გენერალური მდივნის იენეს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან. ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდა ოთხი სტუდენტი: იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტები: თამუნა მურჯიკნელი და ხატია გიგოლაშვილი, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ნარიმანიძე და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ლიზა კაკაჩიშვილი.

გენერალური მდივნის მიერ გაკეთებული მცირე მოხსნების შემდეგ სტუდენტებს მიეცათ საშუალება დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო თემებზე. რიგით მეშვიდე კითხვა დასვა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ხატია გიგოლაშვილმა.