20.09.2016

20 სექტემბერს, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა დეკანმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა გულიკო ბექაურმა გამართა ლექცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის III კორპუსის (ახალქალაქი) სტუდენტებთან თემაზე - „ნებისყოფის ფსიქოლოგია“.

შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ ლექციის შემდეგ გამართულ დისკუსიაში.

ლექციას ესწრებოდნენ განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებიც.

შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ. სტუდენტთა სურვილის გათვალისწინებით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად ჩატარდება.