21.09.2016

21   სექტემბერს,სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა საჯარო ლექცი ათემაზე - ინკლუზიური სკოლამდელი განათლების მხარდაჭერა. ლექციას უძღვებოდა ააიპ ,,ახალციხის თემის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების" ინკლუზიური სკოლამდელი განათლების სპეციალისტი იამზე ნადირაძე.  ლექციის შემდეგ მსმენელებს  ინკლუზიური სკოლამდელი განათლების დანერგვასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს სკოლამდელი  აღზრდის დაწესებულებების  წარმომადგენლებმა და აღსაზრდელის  მშობლებმა.   საჯარო ლექციას ესწრებოდნენ: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული პროგრამის, დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო  პროგრამის სტუდენტები, ასევე მოწვეული სტუმრები: ახალციხის თემის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის მულტი დისციპლინური გუნდის წევრები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მენეჯერები და სხვა.

შეხვედრა ჩატარდა საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოს ინიციატივითა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი სმხარდაჭრით.