28.09.2016

2016 წლის 28 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცის ასტროფიზიკის თანამედროვე პრობლემები-II (The International Scientific Conference ‘Problems of Modern  Astrophysics – II’) შემაჯამებელი სხდომა.

კონფერენციის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს თითოეული  მოხსენება.  დაისვა არაერთი კითხვა და გაკეთდა კომენტარებიც. პროფესორმა ირინა ბელსკაიამ (ვ. ნ. კარაზინის ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა) ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მომხსენებელთა ნაწილი დოქტორანტები იყვნენ და აღნიშნა, რომ კონფერენციაში მონაწილეობა მათთვის ძალზე სასარგებლოა. ასევე რეკომენდაციის სახით აღნიშნა, რომ სამომავლოდ კონფერენციის პროგრამაში გათვალისწინებულ იქნას პლენარული მოხსენებები.

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორმა,  პროფესორმა მაია თოდუამ აღნიშნა, რომ ასეთი  კონფერენციების ტრადიციად ქცევა ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც ობსერვატორიის მკვლევარების, ასევე სხვადასხვა ქვეყნების ასტრონომებისათვის.

კონფერენციის მონაწილეებმა დიდი მადლობა გადაუხადეს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მერაბ ბერიძეს და, ასევე, საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს.

სამომავლოდ დაიგეგმა კონფერენციის  ასტროფიზიკის თანამედროვე პრობლემები-IIIგამართვა.