13.10.2016

13 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა უნივერსიტეტთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალური პრობლემები - II”. 
კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ როგორც უნივერსიტეტის, ისე საქართველოს რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელი.
კონფერენცია მუშაობს სამ სექციად: 1. ეკონომიკის სექცია, 2. ბიზნესისა და მენეჯმენტის სექცია და 3. აღრიცხვისა და ფინანსების სექცია. 
კონფერენცია გაგრძელდება ორი დღის განმავლობაში.