19.10.2016

2016 წელი იუნესკომ გამოაცხადა „ვეფხისტყაოსნის“ წლად. ამასთან დაკავშირებით,   18 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში  საქართველოს საპატრიარქოს,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა ,,ვეფხისტყაოსნის“ პრემიერა, რომელშიც მონაწილეობდნენ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ე. კახეთელიძე, გ. კალანდაძე, თ. ოქროპირიძე, ლ. გუჯაბიძე, ქ. ტატიშვილი, ვ. ზოიძე, რ. ყულოშვილი, თ. ჩიტაშვილი, ნ. სოსელია, ლ. ჩხვიმიანი, ე. ალექსიშვილი.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია თამარ ხიზანიშვილი, მხატვარი მამია ტყეშელაშვილი,

მეტყველების პედაგოგი პროფესორი ნატო ჩიტაია,  ქორეოგრაფია ეკუთვნის გიორგი ტორიაშვილს, ხოლო ჯგუფის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი ალექსი თოდაძე.

სპექტაკლი ხორციელდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. პირველი სპექტალი გაიმართა ყაზბეგში.

სულ დაგეგმილია 32 ჩვენება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. დღევანდელი სპექტაკლი რიგით მეოთხეა, რომელიც მაყურებელმა  დიდი ინტერესით მიიღო.