19.10.2016

19 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში გაიმართა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2015 – 2016 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია. 
ღონისძიება გახსნა, სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულება და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. მერაბ ბერიძემ. 
რექტორის მილოცვის შემდეგ ტრადიციულად აჟღერდა კურსდამთავრებულთა ჰიმნი.
ღონისძიება დასრულდა კურსდამავრებულებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, ქუდების ცაში ასროლის ცერემონიით.