21.10.2016

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად

 

 

კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებია:

ა. უმაღლესი განათლება;

ბ. სამუშო გამოცდილება ფინანსური, ეკონომიკური და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;

გ. სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა;

დ. ნორმატიული აქტების ცოდნა (სამუშაოს სპეციფიკის შესაბამისად);

ე. გუნდური მუშაობის უნარი;

ვ. გაწონასწორებულობა;

ზ. გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

 

კანდიდატს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ა. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი);

ბ. შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (შრომის წიგნაკის დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი  ან/და ცნობა სამუშაო ადგილიდან);

გ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ. ავტობიოგრაფია/CV;

ე. კონცეფცია.

 

კანდიდატების რეგისტრაცია იწარმოებს 2016 წლის 24 ოქტომბრიდან 04 ნოემბრის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება 2016 წლის 09 ნოემბერს, ამვე დროს  მოხდება კონკურსანტებთან გასაუბრება (გასაუბრების ზუსტი დრო ეცნობებათ წინასწარ).

 

საბუთების მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე: ქ.ახალციხე, რუსთაველის ქ.N106. სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის  N I სასწავლო კორპუსი.

 

უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული ვადით დასაქმებული პირი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიაღწევს 65 წლის ასაკს, მასთან შრომითი ურთიერთობა შენარჩუნდება შრომითი ხელშეკრულების/არჩევის ვადით, ხოლო განუსაზღვრელი ვადით დასაქმებულ პირთან შრომითი ურთიერთობა შეწყდება 65 წლის ასაკის მიღწევისთანავე.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 577 97 57 79