03.11.2016

2016 წლის 1 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა სტუდენტური თვითმმართველობის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენა.პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, რექტორატის წარმომადგენლები, ფაკულტეტის დეკანები, ადმინისტრაციის თანამშრომლები.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ბოლო 10 თვის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები და აქტივობები, ასევე განხილული იქნა ის პრობლემური საკითხები, რაც დღეს სტუდენტებს აწუხებთ. დისკუსიის და კითხვა-პასუხის რეჟიმში დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ნებისმიერ თემაზე დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი.