04.11.2016

2016 წლის 3 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის I კორპუსი), გაიმართა ქალბატონ ნათელა ნაცვლიშვილი-ბერიძის წიგნის „ჟურნალი „ცისკარი“ და სწავლა-განათლების პრობლემები მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში“ პრეზენტაცია. წიგნი წარადგინა სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ასოცირებულმა ლალი ბერიძემ. განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, წიგნის ერთ-ერთმა რეცენზენტმა, ასოცირებულმა პროფესორმა გულიკო ბექაურმა ხაზი გაუსვა ნაშრომის მნიშვნელობას განათლების მიმართულებით, ისაუბრა ავტორის პროფესიონალიზმზე როგორც კვლევის, ისე პედაგოგიური გამოცდილების თვალსაზრისით. რეცენზენტმა, პროფესორმა ირმა ქურდაძემ ნაშრომი შეაფასა როგორც უაღრესად აქტუალური, მნიშვნელოვანი და მისადაგებული იმ საჭიროებებთან, რომელიც დღეს არსებობს განათლების სისტემაში. ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ყრუაშვილმა ისაუბრა იმ პრაქტიკულ მნიშვნელობაზე, რომელიც წიგნს აქვს და რომელიც შესაძლებლობას იძლევა სტუდენტებთან სასწავლო პროცესში იქნეს გამოყენებული. ნაშრომის მნისვნელობაზე ფილოლოგიური და ჟურნალისტური თვალსაზრისით ისაუბრა ასოცირებულმა პროფესორმა მაკა კაჭკაჭიშვილმა. ახალი წიგნის გამოსვლას გამოეხმაურნენ პროფესორები და სტუდენტები. აკადემიკოსების ვლადიმერ გაგუასა და ნათელა ურუშაძის მიმართ მადლიერების გამოხატვით დაიწყო ავტორმა თავისი სიტყვა. გაიხსენა ყველა ის ადამიანი, რომელთა ხელშეწყობითაც შესაძლებელი გახდა ნაშრომის შექმნა და გამოცემა.