10.11.2016

9 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი საჯარო ლექციით - "ტოლერანტობის ძველი და თანამედროვე კონცეფციები". ლექციას უძღვებოდა თეოლოგი და ტოლერანტობისა და მრავალფერონების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბექა მინდიაშვილი. შეხვედრამ დიდი ინტერესით ჩაიარა, სტუდენტები აქტიურად ჩართვნენ დიალოგში.

ლექცია ტარდება ინსტიტუტის მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მჭიდრო კავშირს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ლექციების საშუალებით შეხვედრებს სტუდენტებთან. სამომავლოდ ასეთი შეხვედრა კვლავ ჩატარდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კონკურსიც და სტუდნტების დახმარება პროექტების წერისა და გრანტების მოძიების კუთხით.