10.11.2016

2016 წლის 9 ნოემბერს სამცხე -ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიხსნა განათლების ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი შოთა რუსთველის დაბადებიდან 850-ე წლისთავისადმი. 
კონფერენციამ იმუშავა შემდეგი პროგრამით _ https://goo.gl/uC04ex
მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა გულიკო ბექაურმა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ
კონფერენციის ყველა მონაწილეს მიულოცა ეს დღე და წაიკითხა მოხსენება: „დიალექტოლოგიური კვლევისათვის უნივერსიტეტში“.
კონფერენციამ იმუშავა 5 სექციად: 
ენათმეცნიერება;
ლიტერატურათმცოდნეობა;
განათლება;
ისტორია;
არქეოლოგია, ეთნოლოგია და ჟურნალისტიკა.
მონაწილეობა მიიღო 38-მა მომხსენებელმა. 
შემაჯამებელ სხდომაზე სექციის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს წარმოდგენილ მოხსენებებზე, შეაფასეს ისინი, როგორც აქტუალური, საჭირო და საინტერესო. გაჩნდა იდეები, რომელთაც ფაკულტეტი სამომავლოდ აუცილებლად გაითვალისწინებს.