11.11.2016

11 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში გაიმართა დისკუსია-სემინარი თემაზე - „ახალგაზრდების როლი და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში“, აფხაზ და ქართველ ხალხთა ურთიერთობის კუთხით. სემინარს უძღვებოდა ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი. მცირე ლექციის შემდეგ სტუდენტები ჩაერთვნენ დისკუსიაში.

სემინარი ჩატარდა პროექტ „სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარე“-ს, „მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელი“-ს, სომხური ორგანიზაცია „სიუნიკისა“ და აზერბაიჯანელ ქალთ ასოციაციის მიერ.

პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა.