15.11.2016

2016 წლის 14 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გრეტა ჩანტლაძე-ბარბაქაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ნიკო მარი და ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა.“ ლექცია ნიკო მარის საიუბილეო - დაბადებიდან 150 წლისთავს, ეძღვნებოდა.