24.11.2016

2016 წელი იუნესკომ  ვეფხისტყაოსნის წლად გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, 24 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც ვეფხისტყაოსნის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიება გახსნა სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლალი ბერიძემ. ვეფხისტყაოსნის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობასა და ღირებულებებზე ისაუბრა, ღონიძიების ორგნიზატორმა, პროფესორმა ნესტან სულავამ. მან გულისტკივილით აღნიშნა ის ფაქტი, რომ ვეფხისტყაოსანი-ეს ფასდაუდებელი საუნჯე და რუსთაველის 850 წლის იუბილე საქართველოში კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიებებით უნდა აღგვენიშნა. თუმცა, ამ კუთხით მისასალმებელია, ჩვენი უნივერსიტეტის ინიციატივა და აქტიურობა ამ საერთო სახალხო საქმეში.

ქართული ფილოლოგიის I კურსის მაგისტრანტმა სალომე წიკლაურმა წაიკითხა მოხსენება ,,რომელმან შექმნა“, ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტმა ქრისტინე გაბიანმა ისაუბრა რუსთაველის ბიოგრაფიის შესახებ, დოქტორანტმა თამარ ახალკაცმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები და გამოცემები, ქართული ფილოლოგიის IV კურსის სტუდენტმა ხატია ნატრიაშვილმა თარგმანების შესახებ ისაუბრა. სალომე წიკლაურმა, სონია ზედგინიძემ, მარიამ კაპანაძემ წაიკითხეს ნაწყვეტები პოემიდან, ჯულიეტა ელბაქიანმა სომხურ ენაზე ააჟღერა ვეფხისტყაოსნის რამდენიმე სტროფი. იყო ემოციური გამოსვლები და მონაწილეებმა გულისტკივილით აღინიშნეს, რომ რუსთაველის 850 წლის იუბილე საქართველოში, მართლაც, უფრო გრანდიოზულად უნდა აღნიშნულიყო.

  ღონისძიება ჩატარდა სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ლიტერატურის კაბინეტის საერთო ინიციატივითა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უუნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით.