28.11.2016

26 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამეცნიერო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა ენათმეცნიერს, პროფესორ დამანა მელიქიშვილს. საჯარო ლექცია თემაზე - „გელათის საღვთისმეტყველო სკოლა და მეთოდოლოგიის პრობლემები თანამედროვე ენათმეცნიერებაში“, ჩატარდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, ასევე, პროფესორ-მასწავლებლები და მასწავლებლის მომზადებს პროგრამის სტუდენტები.

პროფესორი დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ.

დამანა მელიქიშვილმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა პროკლე დიადოხოსის „ღმრთისმეტყველების საფუძვლები.“ სწორედ ამ წიგნის მიმოხილვით დაიწყო პროფესორმა თავისი ლექცია, რომელმაც საინტერსოდ ჩაიარა.