28.11.2016

28 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იმიტირებული სასამართლოს დარბაზში მორიგი შეხვედრა გამართა თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა, ადამიანის უფლებათა სპეციალისტმა გიორგი მშვენიერაძემ, თემაზე - „გამოხატვის თავისუფლება.“

ლექციას, ძირითადად, ესწრებოდნენ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოხატეს აღნიშნული საკითხის ირგვლივ.