29.11.2016

28 ნოემბერს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხუნწისა და ზედა ხუნწის საჯარო სკოლების მე - 9 მე - 11 კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ. წვევის მიზანი უნივერსიტეტის გაცნობა იყო. მოსწავლეებს შეხვდნენ პრორექტორები და ფაკულტეტის დეკანები, რომელთაც მათ გააცნეს სასწავლო პროგრამები, მატერიალურ ტექნიკური ბაზა, აკადემიური პერსონალი.
ღონისძიება განხორციელდა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში - სპეციალისტების ნინო დანელიასა და თამუნა აბულაძის ხელშეწყობით.