30.11.2016

29 ნოემბერს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალციხის №6 და მუნიციპალიტეტის სოფლების: ღრელისა და აწყურის საჯარო სკოლების IX – XI კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. მოსწავლეებმა ჯერ უნივერსიტეტის თვალსაჩინოებები დაათვალიერეს, შემდეგ კი რექტორის მოადგილეს ბატონ ნიკოლოზ ახალკაცს მოუსმინეს, რომელმაც გააკეთა პრეზენტაცია უნივერსიტეტის შესახებ და ვრცლად ისაუბრა პროფესიულ პროგრამებზე.მოსწავლეებს აგრეთვე საპიარო მასალები დაურიგდათ ბუკლეტებისა და გაზეთების სახით.
ღონისძიება, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ახალციხის სპეციალისტის მზია მაისურაძის ორგანიზებითა და სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელშეწყობით განხორციელდა.