30.11.2016

29 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის მეორე სართულის ფოიეში გაიმართა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, მხატვარ თამარ თამარაძის ნამუშევრების, უკვე მეორე, გამოფენა.
გამოფენა გახსნა და თამარს მორიგი წარმატება მიულოცა სამცხე-ჯავახეთის სახელწმიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის ხელოვნების მიმართულების პედაგოგი ლელა ფერაძე,განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი გულიკო ბექაური, ახალციხის სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა მოდებაძე და პრორექტორი სამეცნიერო მიმართულებით მაკა კაჭკაჭიშვილი-ბერიძე. მათ მიულოცეს თამარ გამოფენის გახსნა და წინსვლა უსურვეს.