30.11.2016

2016 წლის 30 ნოემბერს, 14.00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ბიბლიოთეკის ინიციატივით ჩატარდა პროფესორ
დავით ბიძინაშვილის წიგნის ,,აუდიტის საფუძვლების“ პრეზენტაცია. სიტყვით გამოვიდნენ და ავტორს სახელმძღვანელოს გამოცემა მიულოცეს კოლეგებმა: გივი ბუცხრიკიძემ, გიორგი მესხმა, კობა სანდროშვილმა, ნანა ჯღარკავამ. ბოლოს ავტორი წარსდგა საზოგადოების წინაშე, ისაუბრა ახალი სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, პროფესორ-მასწავლებლებს და წიგნის რეცენზენტებს მხარდაჭერისა და დახმარებისათვის.