01.12.2016

30 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების პრეზენტაცია. საქართველოში აშშ-ის საელჩოს განათლების პროგრამების კოორდინატორმა თეა კუჭუხიძემ მოკლედ მიმოიხილა სტუდენტური გაცვლითი პროგრამები და ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთზე - გლობალურ სტუდენტურ გაცვლით პროგრამაზე (Global UGRAD). პროგრამა გამოცხადებულია ამჟამად და აპლიკაციების მიღება იწარმოეს 2016 წლის 30 დეკემბრამდე და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხური სტუდენტებს.

სტუდენტები დაინტერესდნენ აღნიშნული გაცვლითი პროგრამით. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ სტუდენტს უკვე დაწყებული აქვს აპლიკაციის შევსება.

წარმატებებს ვუსურვებთ სამცხე-ჯავახეთის სახელწმიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს!