01.12.2016

მორიგი გაცნობითი ხასიათის ღონისძიება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: ვარხანის, წახანისა და ხევაშენის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 ნოემბერს განახორციელეს.
შეხვედრას უძღვებოდნენ და მოსწავლეებს უნივერსიტეტის მატერიალურ - ტექნიკური ბაზა, აკადემიური პერსონალი და სტუდენტური ცხოვრება გააცნეს პრორექტორმა სამეცნიერო დარგში მაკა კაჭკაჭიშვილმა - ბერიძემ და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა გულიკო ბექაურმა.
შეხვედრა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელშეწყობით განხორციელდა.