01.12.2016

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც 1 დეკემბერს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა.
ამ დღესთან დაკავშირებით სტუდენტებისა და თანამშრომლებთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა. ღონისძიების მიზანი იყო შიდსის პანდემიის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. 
ნაჩვენები იყო ფილმი, სადაც აღწერლი იყო შიდსის გადაცემის გზები, დაინფიცირებული ადამიანების სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები. დარიგდა საინფორმაციო ფლაერები.
სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ ღონისძიებაში და შეუერთდნენ საერთაშორისო მოწოდებას, რომელიც შემდეგნაირად ფორმულირდება:
1. მოუწოდოთ ყველას აივ/შიდსის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლისაკენ;
2. პატივი მივაგოთ შიდსით გარდაცვლილების ხსოვნას;
3. გამოვხატოთ მხარდაჭერა აივ/შიდსით დაავადებულთა მიმართ;
4. ხელი შევუწყოთ განათლებასა და საზოგადოების მობილიზებას ეპიდემიის წინააღმდეგ;
5. წვლილი შევიტანოთ აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაში.

შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის ექიმის ნინო ნემსაძის ორგანიზატორობითა და სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელშეწყობით.