02.12.2016

1 დეკემბერს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს გასაცნობად, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების: რუსთავის, ოშორის, ნიჯგორის, მირაშხანის, ოთისა და ტოლოშის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. მოსწავლეებს უნივრსიტეტი დაათვალიერებინეს, ფაკულტეტები და სასწავლო პროგრამები გააცნეს - პრორექტორმა სამეცნიერო დარგში მაკა კაჭკაჭიშვილმა - ბერიძემ და ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანმა გულიკო ბექაურმა.
ღონისძიება განხორციელდა საზოგადოებსთან ურთიერთობის განყოფილების ხელშეწყობით.