06.12.2016

საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ანტიკორუფციული საბჭო) სამდივნო - იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მოდელირებას გამართავს.
14 დეკემბერს 10:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრშო (სანდრო ეულის 3ა) გაიმართება ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრის მეოთხე კურსისა დამაგისტრატურის სტუდენტებს. მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი არაუგვიანეს 6 დეკემბრისა შემდეგ ბმულის მეშვეობით: https://docs.google.com/…/1FAIpQLSf80w0AuPRKRO5dUj…/viewform
კონკურსის საფუძველზე, შეირჩევა 14 წარმატებული სტუდენტი, რომლებსაც იუსტიციის სამინისტროში ჩაუტარდებათ საინფორმაციო ლექცია და გადანაწილდება როლები მონაწილეებს შორის.