07.12.2016

5 დეკემბერს, სტუდენტურმა თვითმმართველობამ გახსნა მკითხველთა კლუბი. 
პირველი, გაცნობითი შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, თვითმმართველობის კაბინეტში. 
კლუბი მიზნად ისახავს, მხატვრული ლიტერატურის მოყვარული სტუდენტების გაერთიანებას და კითხვის პოპულარიზაციას. 
კლუბის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ იმსჯელონ და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი შეხედულებები სხვადასხვა ნაწარმოებებზე, მისი ავტორის ბიოგრაფიაზე და მოღვაწეობის წლებზე, ნაწარმოებში წამოჭრილ პრობლემაზე, მათ მიერ დანახულ გადაჭრის გზებზე, პერნოსაჟებზე.
მკითხველთა კლუბის პირველმა წევრებმა უკვე შეარჩიეს პირველი ნაწარმოები, რომლის განხლივაც შედგება მომდევნო ორშაბათს, 12 დეკემბერს.